ბათუმის „დინამო“ დღეს საღამოს კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩს ითამაშებს ალბანურ „ტირანასთან“. საგარეო 1:1-ის შემდეგ შანსები ძალიან კარგია, მით უმეტეს, ბათუმელებმა გამათანაბრებელი გოლი მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაუშვეს. მოკლედ, განწყობა იმედიანია.
ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მიმართა, მცირე ხნით ამ გუნდის ყოფილმა წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ. „ნაპოლის“ ვარსკვლავმა ბიჭებს წარმატება უსურვა.
კვარაცხელია:
„მოგესალმებით, მინდა წარმატებები გისურვოთ ბიჭებო.
გააკეთეთ ყველაფერი და მჯერა და მეიმედება, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გახვალთ.
მინდა გულშემატკივრბს მივმართო. მჯერა, რომ გაავსებთ სტადიონს და ბიჭებს მისცემთ იმის საშუალებას, რომ 90 წუთი მოტივაციით ითამაშონ და არ გაჩერდნენ.
მჯერა ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ დაასრულებთ. აქვე მინდა, რომ ყველა ქართულ გუნდს, რომლებიც ევროტურნირებზე იღებენ მონწილეობას, წარმატებები ვუსურვო.
აბა თქვენ იცით!“
მოქმედი ფეხბურთელებიდან „დინამოს“ რიგებში ყველაზე მეტი მატჩი ვლადიმერ მამუჩაშვილს აქვს ჩატარებული, მეორე პოზიციას ჯოვინო ფლამარიონი იკავებს.
სხვათა შროის, ფლამარიონი 73 გატანილი გოლით უკონკურენტოა და იმედია ის დღესაც მოახერხებს მეტოქის კარის აღებას.
„დინამოსა“ და „ტირანას“ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირში მას აჭარის ტელევიზია აჩვენებს.
GIPHY App Key not set. Please check settings