ჩემპიონთა ლიგას რა ვუთხრათ, თორემ ევრობასკეტზე ისეთი მატჩი გამოცხვა ამაზე უკეთესი რთულად წარმოსადგენია.
ტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა, იანის ანტეტოკუმპოს საბერძნეთმა მასპინძელ გერმანიასთან იპაექრა და 96:107 დამარცხდა.
გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, როდესაც გერმანიამ 26:10 მოიგო და იყო მომენტი, როდესაც 20:1 გაქცევა მოაწყო!
ამ იანისმაც მეტი რა ქნას?! 31 ქულა 7 მოხსნა და 8 პასი – ევრობასკეტზე? – გიჟური სტატისტიკაა… თუმცა იქიდან შრიოდერმა არ დაინდო ბერძნები და 26 ქულა ჩაუგდო, ობსტმა და ვაგნერმა 19-19 და ასე დაემშვიდობა საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს.
დღის პირველ მატჩში ესპანეთმა 100:90 დაამარცხა ფინეთი. 3 პერიოდის მანძილზე ფინელები ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლოსკენ მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა იძალეს და 1/2 ფინალში გავიდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings