in

მფრინავ ფიჯელებს მეექვსედ შევერკინებით: 1 მოგება და 5 მარცხი

შაბათს, 20 ნოემბერს, თბილისის დროით, 18:30 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე შეხვედრას ესპანეთის ქალაქ არანხუესში გამართავს. საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” “მფრინავ ფიჯელებს” დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებები აქამდე 6-ჯერ არიან ერთმანეთს შეხვედრილი. ამ გუნდების პირველი მატჩი 2012 წელს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მაშინ ფიჯიმ დაძაბულ ბრძოლაში 24:19 მოიგო.

2016 წელს კი, საქართველოს ნაკრებს ზაფხულში წარმატებული ოკეანეთის ტურნე ჰქონდა. მაშინ მილტონ ჰეიგის გუნდმა სამოასთან ფრე ითამაშა, ტონგა და ფიჯი კი დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” სუვაში მეტოქეს 14:3 მოუგეს.

2018 წლიდან ეს გუნდები ყოველწლიურად თამაშობენ ერთმანეთში. სამი წლის წინ ფიჯელებმა სუვაში 15:37 დაგვამარცხეს. შემდეგ იყო 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ჯგუფში მესამე ადგილს და მომავალ მსოფლიოზე ავტომატურ საგზურს მოიპოვებდა. ვერნ კოტერის გუნდმა “ბორჯღალოსნები” უშანსოდ 10:45 გაანადგურეს. ქართველთაგან იმ მატჩში ერთადერთი ლელო ლეგენდარულმა მამუკა გორგოძემ დაამიწა.

საქართველოს და ფიჯის ბოლო დაპირისპირება კი, შარშან 2020 წლის “შემოდგომის ერთა თასზე” გაიმართა, ედინბურგში, “მარიფილდზე” შეხვედრას ტურნირზე მეშვიდე-მერვე ადგილის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ფიჯიმ კოვიდის გამო ტურნირის საწისი სამი მატჩი გამოტოვა. ქართველებთან გამოვიდნენ სათამაშოდ და 38:24 იმარჯვეს.

განვლილ 5 შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს და აქეთ 21 ლელო მიიღეს.

ფიჯის ნაკრებმა წლევანდელი ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრაში ესპანეთი 43:13 გაანადგურა. გასულ კვირას კი, მრისხანე უელსს ეთამაშნენ და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი შეხვედრა კაცნაკლული იყვნენ, უელსელებმა მათი გატეხვა მხოლოდ ბოლოსღა მოახერხეს: უელსმა მატჩი 38:23 მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიოზე გაცილებით გამოცდილი გუნდი ვიქნებით

პაატა გურასპაული: უკრაინასთან 2500 გულშემატკივარს დავუშვებთ – ბითაძე და მამუკელაშვილი ივლისში დაგვეხმარებიან