მიუნხენის “ბაიერნის” და “ფოლკსვაგენის” პროექტი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს აძლევს, 17 წლის ნიკა ნოზაძემ გამოიყენა.
ნიკა გერმანულმა გუნდმა 64 ქვეყნის 654 ბავშვიდან შეარჩიეს. “ბაიერნი” პროექტის ფარგლებში მსოფლიო გუნდს აკეთებს და შერჩეული 16 მოთამაშე ორკვირიან შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც “რეკორდმაისტერის” 19 წლამდე გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. მატჩებს გერმანული გუნდის სკაუტები დააკვირდებიან და საუკეთესოებს “ბაიერნის” აკადემიაში აიყვანენ.
ამის შემდეგ ნიკა ნოზაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“ბაიერნმა” კონკურსი გამოაცხადა, გავუგზავნე ჩემი საუკეთესო მომენტები და მონაცემები. მეორე დღესვე მომივიდა წერილი, რომ ჩემთან შეხვედრა სურდათ და მითხრეს, რომ გუნდში ამიყვანეს. აგვირჩიეს 15 კაცი 654 მოთამაშიდან და ერთმანეთს ონლაინ შეგვახვედრეს. მექსიკაში 28 ივნისიდან 10 ივლისამდე შეკრება გვექნება, შეკრების დასრულების შემდეგ “ბაიერნის” 19 წლამდე გუნდთან ვითამაშებთ.
ბოლოს გაგრაში ვთამაშობდი, ამჟამად საფეხბურთო კლუბ “მუხიანის” ფეხბურთელი ვარ, რომელიც რეგიონალ ლიგაში გამოდის. ჩემი პოზიციაა ჩამშლელი ნახევარმცველი. “ბაიერნი” დამპირდა, რომ ჩვენს ასაკობრივ გუნდში ან რომელიმე სხვა გუნდში ვითამაშებ, რადგანაც ამ კემპს ბევრი სკაუტი აკვირდება”, – თქვა ნიკა ნოზაძემ.
პროექტის მთავარი მენეჯერი და 19-წლამდე გუნდის მწვრთნელი კლაუს აუგენტალერია, რომელიც “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი და მსოფლიო თასის გამარჯვებულია. “ბაიერნი” ამ თემასთან დაკავშირებით 6 სერიას გადაიღებს და მას საკუთარ ოფიციალურ იუთუბ-არხზე გაავრცელებს
GIPHY App Key not set. Please check settings