ყატარის მსოფლიო პირველობაზე ბოლო მატჩამდე გაურკვეველი იყო ვინ გახდებოდა საუკეთესო ბომბარდირი. ორი კანდიდატი ერთმანეთს დაუპირისპირდა – 5-გოლიანი მესი ასევე 5-გოლიანი მბაპეს წინააღმდეგ. მართალია არგენტინელმა 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ფრანგმა ჰეთ-თრიქი მოახერხა და 8 გოლით სწორედ ის გახდა საუკეთესო გოლეადორი.
ყველაზე შედეგიანი მუნდიალების ისტორიაში კი სწორედ ფრანგი ფეხბურთელია – ჟუსტ ფონტენი, რომელმაც 1958 წელს 6 მატჩში გატანილი 13 გოლი გაიტანა. ეს შედეგი დღემდე განუმეორებელია.
ყველაზე ცოტა კი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების თავდამსხმელმა ოლდრიხ ნეედლმა 1934 წელს და მერე 2006 წელს გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ გაიტანეს – 5 გოლი.
ყველაზე ხშირი კი 6 გოლია, რომლის ავტორი სხვადასხვა მუნდიალებზე ბევრი ფეხბურთელი გამხდარა.
ყველა ბომბარდირი
1930 – გილერმო სტაბილე – 8
1934 – ოლდრიხ ნეედლი – 5
1938 – ლეონიდასი – 7
1950 – ადემირი – 8
1954 – სანდორ კოჩიში – 11
1958 – ჟუსტ ფონტენი – 13
1962 – გარინჩა, ვავა, ლეონელ სანჩესი, დრაჟან ერკოვიჩი – 6-6
1966 – ეუსებიო – 9
1970 – გერდ მიულერი – 10
1974 – გჟეგორჟ ლატო – 7
1978 – მარიო კემპესი – 6
1982 – პაოლო როსი – 6
1986 – გარი ლინეკერი – 6
1990 – სალვატორ სკილაჩი – 6
1994 – ხრისტო სტოიჩკოვი, ოლეგ სალენკო – 6-6
1998 – დავორ შუკერი – 6
2002 – რონალდო – 8
2006 – მიროსლავ კლოზე – 5
2010 – დავიდ ვილია 7, უესლი სნეიდერი 7, დიეგო ფორლანი – 7
2014 – ხამეს როდრიგესი – 6
2018 – ჰარი კეინი – 6
2022 – კილიან მბაპე – 8
მსოფლიო ჩემპიონატების ტოპ-3 ბომბარდირი:
- მიროსლავ კლოზე, გერმანია 16 (24 მატჩში)
- რონალდო, ბრაზილია 15 (19)
- გერდ მიულერი, გერმანია 14 (13)
ამათ ყველას კილიან მბაპე აჯობებს. 23 წლის ფრანგს უკვე აქვს 12 გოლი გატანილი და კლოზეს რეკორდამდე სულ რაღაც 4 გოლი რჩება, რომელიც შესაძლოა უკვე მომდევო მუნდიალზე დაემხოს.
GIPHY App Key not set. Please check settings