in

მესის პოსტმა რონალდოსას აჯობა: ჩვენ ეს გავაკეთეთ!

მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა ლეო მესიმ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა და სარეკორდო ნახვებიც დააგროვა.

მესის პოსტს 46 მილიონზე მეტი მოწონება აქვს და ამით მთავარი მოქიშპე პორტუგალიელი რონალდოს რეკორდი მოხსნა. კრიშტიანომ ნოემბერში გამოაქვეყნა ცნობილი ფოტო მესისთან ერთად, სადაც ჭადრაკს თამაშობენ. ამ პოსტმა დაახლოებით 42 მილიონი მოწონება დააგროვა.

აი რა დაწერა ინსტაგრამზე ლეომ:

იმდენჯერ ვოცნებობდი, იმდენად მინდოდა, რომ ჯერ კიდევ არ მჯერა…

დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, ყველას, ვინც მხარს მიჭერს და ასევე ყველას, ვისაც სჯერა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ არგენტინელებს, როდესაც ერთად ვიბრძვით და ვერთიანდებით, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც მიზნად დავისახეთ. დამსახურება სწორედ ამ გუნდს ეკუთვნის, რომელიც ინდივიდებზე მაღლა დგას. ეს არის ძალა ყველასი, ვინც იბრძოდა იმავე ოცნებისთვის, რაც ყველა არგენტინელის ოცნება იყო… ჩვენ ეს გავაკეთეთ!

წინ არგენტინა!

ძალიან მალე ვხვდებით ერთმანეთს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუნდიალების ბომბარდირები: მბაპე მალე ყველას აჯობებს

მესი წლის სპორტსმენი გახდა