in

მუდმივად ფინალში: სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიგო

სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ ფინალში მასპინძელ კრშიშტოფ კაცზსკოვსკისთან წააგო – 13-15.

აღსანიშნავია, რომ სანდრო 2022/23 წლების სეზონში ოთხი პრესტიჟული ტურნირის ფინალში გავიდა. ალჟირის მსოფლიო თასი და ტუნისის გრან პრი მოიგო, ორლეანის გრან პრიზი და ვარშავის მსოფლიო თასი კი მეორე ადგილზე დაასრულა.

გარდა ამისა, გასული სეზონიდან მოყოლებული სანდრო ზედიზედ მეშვიდე პრესტიჟული ტურნირის სამეულში ხვდება.

დღეს,ვარშავაში მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრია. საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ლაშა კუჭუხიძე) ტუნისის ნაკრებს ხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ არაწასაგები წააგო და გასავარდნ ზონაშია: მამარდამ ვეღარ გადაარჩინა

რეალი მსოფლიო ჩემპიონია: 5-დან 5 – სამეფო კლუბში ტროფეები ციდან ცვივა