გარდაიცვალა საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჟუსტ ფონტენი.
ყოფილი ფეხბურთელი 89 წლის იყო.
ფონტენი პროფესიულ კარიერას „კასაბლანკაში“ იწყებდა (1950-53). თამაშობდა ფრანგულ კლუბებში – „ნიცასა“ და „რეიმსში“.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. ფონტენს ეკუთვნის ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რეკორდი – 13 ბურთი 1958 წელს.
ფონტენმა 4-ჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და 2-ჯერ ქვეყნის თასი. უთამაშია ჩემპიონთა თასის ფინალში.
ფეხბურთელის კარიერის შემდეგ ავარჯიშებდა საფრანგეთის ნაკრებს (ორ მატჩზე მუშაობდა), პსჟ-ს, „ტულუზას“ და მაროკოს ნაკრებს.
2013 წელს საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings