ლიბერტადორესის თასის ფინალში ბრაზილიურმა „ფლუმინენსემ“ არგენტინული „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა (2:1 დამატებით დროში), რის შემდეგაც ცნობილი გახდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე.
ჯონ კენედიმ ფლუმინენსეს ლიბერტადორესის თასი მოაგებინა: არგენტინა მაინც ჯობნის ბრაზილიას
ტურნირი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში 12-22 დეკემბერს გაიმართება.
პირველ ეტაპზე ახალი ზელანდიის „ოკლენდი“ ტურნირის მასპინძლის რანგში გასულ საუდის არაბეთის ჩემპიონ „ალ-იტიჰადს“ შეხვდება.
ამ წყვილში მოგებული მეორე რაუნდში აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, ეგვიპტის „ალ-აჰლის“ შეხვდება.
მეორე რაუნდის მეორე წყვილში ერთმანეთს შეხვდებიან კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მექსიკის „ლეონი“ და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იაპონიის „ურავა რედ დაიმონდსი“.
ამ წყვილებში გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ, სადანაც ტურნირში ჩაერთვებიან „მანჩესტერ სიტი“ (ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) და „ფლუმინენსე“ (ლიბერტადორესის თასის მფლობელი).
„ფლუმინენსე“ ნახევარფინალში „ალ-აჰლისა“ და „ალ-იტიჰადი“/„ოკლენდის“ წყვილში მოგებულს შეხვდება. მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება. 19 დეკემბერს მეორე ნახევარფინალში „სიტი“ „ლეონსა“ და „ურავას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ფინალი და მე-3 ადგილისთვის მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings