in

მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა

2027 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ბ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ითამაშებენ.

2027 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიაში 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. წელს ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება და მასში 24 გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას.

ისინი ექვს 4-გუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/8-ფინალში გადის.

წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

ა ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონკონგი

ბ ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი

გ ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა

დ ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია

ე ჯგუფი: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, სამოა

ვ ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე

საქართველოს იტალიასთან მსოფლიო თასზე აქამდე არასდროს უთამაშია, ოთხგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასა და რუმინეთს კი თითოჯერ შეხვედრია.

სამხრეთ აფრიკას ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, 2003 წელს ავსტრალიაში შევერკინეთ და ტურნირზე პირველი ლელო გავიტანეთ, თამაში კი მეტოქემ 46:19 მოიგო. რუმინეთს 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე შევხვდით და 25:9 დავამარცხეთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გასული სეზონი ნეაპოლის იყო: მაკტომინეი, კონტე, ნაპოლი – იტალიაში საუკეთესოები დაასახელეს

ხვიჩა Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია: როგორ მივცეთ ხმა