CIES Football Observatory-მა მსოფლიოს საუკეთესო ასისტენტების რეიტინგი შეადგინა.
რეიტინგის შედგენისას ბოლო წლის განმავლობაში 75 ეროვნული ლიგის მოთამაშეების საგოლე პასების WyScout-ის მონაცემები გაანალიზეს. გაითვალისწინეს საგოლე პასების რაოდენობა და ჩატარებული მატჩების სპეციალური კოეფიციენტი.
პირველი ადგილი დიკავა „სიტის“ ბელგიელმა მეპასე კევინ დე ბრუინმა.
მსოფლიოს საუკეთესო ასისტენტები CIES-ის ვერსიით:
- კევინ დე ბრუინი („სიტი“) – 23,4 (18 საგოლე პასი);
- უსმან დემბელე(„ბარსელონა“) – 17,5 (14);
- ლეო მესი (პსჟ) – 16,8 (17);
- დუშან ტადიჩი („აიაქსი“) – 15,1 (19);
- ნეიმარი (პსჟ) – 14 (14);
- დეიან კულუშევსკი („ტოტენჰემი“) – 13,8 (12);
- ბუკაიო საკა („არსენალი“) – 13,3 (11);
- ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“) – 13,1 (11);
- ახმედ საიედი („ზამალეკი“) – 13 (19);
- მაიკ-ტრეზორ ნდაიშიმიე („გენკი“) – 12,7 (18).
GIPHY App Key not set. Please check settings