in

ბილეთები 13 მარტიდან, ოღონდ ჯერ მხოლოდ აბონემენტები

სამ თვეზე ცოტა მეტი რჩები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სტარტამდე, რომლის თანამასპინძელი საქართველოცაა. მატჩები სამ ქალაქში გაიმართება (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და ძალიან მაგარი გუნდები გვესტუმრებიან. ფეხბურთის ფედერაცია უკვეიწყებს ბილეთების გაყიდვას – ორშაბათიდან, 13 მარტიდან.
თუმცა, ჯერ ინდივიდუალური ბილეთები არ გაიყიდება, თავიდან აბონემენტები.

ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე მოხდება.
ბილეთები პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც, სტადიონების მიხედვით, გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. აბონემენტების გაყიდვა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა 1 მაისს დაიწყება.
ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთების შეძენა კი 26 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

მატჩების განრიგი და აბონემენტის ფასები:

თბილისი, „დინამო არენა“ – A ჯგუფი:

21 ივნისი: საქართველო – პორტუგალია;
24 ივნისი: საქართველო – ბელგია;
27 ივნისი: ნიდერლანდები – საქართველო;

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი;
II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი.

თბილისი, მიხეილ მესხი – A ჯგუფი:

21 ივნისი: ბელგია – ნიდერლანდები;
24 ივნისი: პორტუგალია – ნიდერლანდები;
27 ივნისი: პორტუგალია – ბელგია;

1 ივლისი: მეოთხეფინალური მატჩი 1A-2C;
I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი;
II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი.

ქუთაისი, რამაზ შენგელია – C ჯგუფი

22 ივნისი: გერმანია – ისრაელი;
25 ივნისი: ინგლისი – ისრაელი;
28 ივნისი: ისრაელი – ჩეხეთი;

2 ივლისი: მეოთხედფინალური მატჩი 1C-2A;

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი;
II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი.

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“ – C ჯგუფი;

22 ივნისი: ჩეხეთი – ინგლისი;
25 ივნისი: ჩეხეთი – გერმანია;
28 ივნისი: ინგლისი – გერმანია;

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი;
II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი.

ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოლიმპიადის თილისმებად ხალხმა ყარყუმები აირჩია

მსოფლიოს საუკეთესო მეპასეები: ლიდერი დე ბრუინია — ათეული ცოტა უცნაური გამოვიდა