in

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს დიდი ალბათობით ამერიკა უმასპინძლებს და ის თებერვალში გაიმართება

ყატარში გასამართმა მუნდიალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და არც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია გამონაკლისი. ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ “AS”-ის ცნობით, მომდევნო ჩემპიონატს აშშ უმასპინძლებს. განიხილებოდა ჩინეთისა და დუბაის ვარიანტებიც, მაგრამ უდიდესი ალბათობით, მასპინძელი აშშ იქნება.

რაც შეეხება დროს, საკლუბო მუნდიალი წლის ბოლოს ტარდება ხოლმე, მაგრამ დეკემბრის ბოლოს მუნდიალი სრულდება და ავტომატურად საკლუბო ჩემპიონატმაც გადაიწია და სავარაუდოდ 6-12 თებერვალს აიღებს სტარტს.

მოგეხსენებათ, ამდროს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი იწყება და ასევე საკმაო შანსია, რომ ეს მატჩები კოპა დელ რეის მატჩებს დაემთხვეს. ასეთ დროს კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იძულებულია თასის დრო გადასწიოს, რადგან ფიფასთვის საკლუბო მუნდიალი პრიორიტეტულია.

მადრიდის “რეალს” 1/2 ფინალში ადგილი განაღდებული აქვს. დანარჩენი კონტინენტების რჩეული გუნდები კი დანარჩენ სამ ადგილს დაიკავებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერ ლიგა გადაიდო!

ხვიჩა კვარაცხელია – სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელია!