მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სერბი ჩოგბურთელი არავაქცინირებულია და ავსტრალიამ მას ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში არ უშვებს.
ავსტრალიის სასაზღვრო პოლიცია ვადასტურებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები ქვეყანაში შესვლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, მისი ვიზა გაუქმდა. უცხოელები, რომლებსაც ვიზა არ აქვთ ან მოქმედი ვიზა გაუუქმდათ, ქვეყნიდან განიდევნებიან.
ნებისმიერი მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში შესვლის წესებს.
ვადასტურებთ, რომ ბატონ ნოვაკს პირად ტელეფონზე წვდომა ჰქონდა”, – წერს ავსტრალიის სასაზღვრო პოლიცია.
GIPHY App Key not set. Please check settings