in

მოქმედმა ჩემპიონმა ავსტრალია მაინც გატეხა

გუშინ, მუნდიალის მესამე სათამაშო დღე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონისა და საფეხბურთო გიგანტის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თამაშით დაიხურა.

“ლე ბლუსთვის” მატჩი მძიმედ დაიწყო. ისედაც, კარიმ ბენზემას, კრისტოფ ნკუნკუს, ენგოლო კანტესა და პოლ პოგბას გამოკლების შემდეგ ბალზაკის ქვეყნის შვილებს მისია წარმოუდგენლად გაურთულდათ.

ჰოდა, მატჩის სტარტზე მეტ ლექის პასს “ადელაიდელმა” ქრეიგ ნუნმა უზადო დარტყმა დაახვედრა და აქ უგო ლორისიც უსაქმოდ დარჩა – 0:1.

ფრანგებს შოკიდან გამოსვლა არ გასჭირვებიათ და ტაიმის ბოლოს უკვე ისინი ლიდერობდნენ – ჯერ რაბიო შემდეგ კი ჟირუ.

მეორე ნახევარში ისტორიის დასაწერადაც მოვიცალეთ, ოლივიე ჟირუს დუბლი და ფრანგმა ნაკრების მაისურით 51-ე გოლი შეაგდო, რითაც ლეგენდარულ ტიერი ანრის გაუთანაბრდა. ჰო, ტიტი ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა ჟირუსთან ერთად, მაგრამ ჟირუს წინ უამრავი მატჩი აქვს საიმისოდ, რომ ერთიც გაიტანოს და ანრის გაუსწროს.

მოკლედ, არადამაჯერებელი სტარტის მიუხედავად ჩემპიონება მეტოქე გადატეხეს. შუალედში კილიან მბაპეს გოლიც ვიხილეთ და ყველაფერი ლოგიკას დაექვემდებარა, თორემ გუშინ ალბისელესტემ ისეთი სიურპრიზი მოაწყო, ჯერაც მის გახსნას ცდილობენ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: კრიშტიანუმ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა!

გუარდიოლას ხელფასი 20 მილიონი ხდება