in

მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში დარეგისტრირდა

კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა.

 საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ დღეს, 1 დეკემბერს, სრულუფლებიანი ხმის უფლების მქონე წევრის – თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წარდგინებით, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ განცხადება მიიღო. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული. 

მოგეხსენებათ, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ სანიკიძეც დარეგისტრირდა.

საერთო საარჩევნო კრება დაგეგმილია 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში.

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

წყარო: gbf.ge

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის მისცემს ბორდალასი შანსს? მამარდაშვილს თუ?..

რაგბი ევროპის არაოფიციალური კალენდარი: პორტუგალიით ვიწყებთ და ესპანეთით ვამთავრებთ