იტალიაში მთავარი მატჩი სულ ბოლოს შედგა: “სან სიროზე” “მილანმა” ბოლო დროს დამუხრუჭებულ “ნაპოლის” (3-მატჩმოუგებელი) უმასპინძლა და დასაწყისში, მე-5 წუთზე გაშვებული გოლით წააგო.
ყველაზე საინტერესო და გასარჩევი 90-ე წუთზე მოხდა. “მილანი” გასათანაბრებლად მიაწვა. ბურთი საჯარიმოში ჩააგდეს, მაღალ ბურთზე ოლივიე ჟირუ და მცველი ჟეზუსი იბრძოდნენ. გამოვარდნილ ბურთზე “მილანელებმა” მიასწრეს: კასტილიეხომ დაარტყა, ბურთი დაიბლოკა, რომელიც კესიესთან მივიდა და მანაც კარში გადაგზავნა.
თამაშგარე დაფიქსირდა ჟირუს გამო, რომელიც გაზონზე მცველის ქვეშ იწვა.
ჟეზუსი: “ჟირუ ხელს მიშლიდა ბურთის მოგერიებაში, წესები წესებია”.
პიოლი: “როგორ შეეძლო გაზონზე მწოლიარე ფეხბურთელს ხელის შეშლა”.
“იუვენტუსს” საუკეთესო ფეხბურთი არ უჩვენებია, მაგრამ ბოლო 4 მატჩში მესამედ მოიგო და ახლა ქულები უფრო სჭირდება “ბებერ ქალბატონს”, თუმცა მწვრთნელი გუნდითაც კმაყოფილია.
მოულოდნელიიყო გაუთავებელი მოგებებით განებივრებული “ატალანტას” საშინაო მარცხი “რომასთან”.
ყველაზე კარგად საქმე კი “ინტერს” აქვს. თავად ხომ ყველას უგებს, აგერ “მილანმაც” წააგო, მანამდე “ნაპოლი” კარგავდა ქულებს,. “ატალანტაც” დამარცხდა და ლიდერსა და მდევრებს შორის სხვაობა 4 ქულაა.
2018 წლის შემდეგ “რომამ” ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო.
“ატალანტამ” 4 გოლი ერთ მატჩში ბოლოს 2020 წლის ნოემბერში გაუშვა “ლივერპულისგან”, იტალიაში კი ამავე წლის ოქტომბერში “ნაპოლისგან”.
1995 წლის შემდეგ ტამი აბრაჰამო პირველი ინგლისელია, რომელმაც სერია ა-ში დუბლი შეარულა. ოდესღაც ორი გოლი დევიდ პლატმა გაიტანა.
ვლაჰოვიჩმა რონალდოს რეკორდი გაიმეორა. სერია ა-ში ერთ წელიწადში 33 გოლი გაიტანა.
“მილანი” 3 მატჩია ვერ იგებს, 2 წაგება და ფრე.
„იუვენტუსს“ ბოლო 5 მატჩში 4 მოგება და ფრე აქვს, თანაც მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
ალეგრი: „იუვენტუსის“ შემადგენლობა ბრწყინვალეა, მასთან ვიმუშავებთ სეზონის ბოლომდე“.
მოურინიო: „ამბობდნენ, რომ „რომა“ 19 თვე ვერ უგებდა ტოპ 5-ის კლუბებს. ახლა შეგიძლიათ თქვათ, რომ 20 წუთი“.
შევჩენკომ „ჯენოას“ ანტირეკორდი დაამყარა, სერია ა-ში პირველი 6 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო – 5 წაგება და 1 ფრე.
„ინტერმა“ სერია ა-ში ზედიზედ 5 მატჩი მშრალად ისტორიაში მესამედ მოიგო.
ინძაგი: „ქაღალდზე მარტივად ჩანს, მაგრამ ასე არ არის“.
„ინტერს“ 100 გოლი აქვს სერია ა-ში 2021 წელს – ეს კლუბის რეკორდია.
სერია ა – XVIII ტური
ლაციო – ჯენოა 3:1
სალერნიტანა – ინტერი 0:5
ატალანტა – რომა 1:4
ბოლონია – იუვენტუსი 0:2
კალიარი – უდინეზე 0:4
ფიორენტინა – სასუოლო 2:2
სპეცია– ემპოლი 1:1
სამპდორია – ვენეცია 1:1
ტორინო – ვერონა 1:0
მილანი – ნაპოლი 0:1
GIPHY App Key not set. Please check settings