in

მოსაგებად მივდივართ: რას ამბობენ ბიჭები

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლოსწინა, მე-5 ტურის შეხვედრაში ქულა აიღო უკრიანასთან (1:1) და ჯგუფში მეორე ადგილზე დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო ტურში სტუმრად ჩეხეთთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება.
უკრაინასთან შეხვედრა შეაფასეს ჩვენი გუნდის წამყვანმა ფეხბურთელებმა: მიქაუტაძე გამოვიდა და გაიტანა, მამარდამ ბოლო წუთზე გუნდი წაგებისგან იხსნა, ხოლო კვარა უბრალოდ საუკეთესო იყო.

რა დაუწერეს ჩვენებს: ხვიჩა საუკეთესოა

გიორგი მიქაუტაძე:
„მაგარი ატმოსფერო იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს.
დღეს შეცვლაზე შევედი და მინდოდა, 100 პროცენტით მეთამაშა და ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს გუნდს ბოლომდე დავხმარებოდი.
ჩეხეთში შეხვედრას რაც შეეხება, მოსაგებად უნდა წავიდეთ და საქართველოში სამი ქულით ჩამოვიდეთ“.

გიორგი მამარდაშვილი:
„ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. ჩეხეთთან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, რადგან გასვლაზე თამაში არასოდეს არ არის მარტივი. თუმცა კარგი შემართებით მივდივართ, რადგან ვიცით, რომ აუცილებლად მოსაგები მატჩია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ.
ჩემი აზრით, დღეს ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, კარგად რომ გვეთამაშა. საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკური შედეგია“.

ხვიჩა კვარაცხელია:
„ბოლო წუთზე უკრაინელების შექმნილ მომენტს რაც შეეხება: მამარდაშვილი თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. მისგან ასეთი ნახტომები ხშირია და მადლობა გიორგის. გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი და გადაგვარჩინა.
ჩეხეთში, რა თქმა უნდა, მოსაგებად მივდივართ. ეს გვჭირდება. დიდი ხანია, ვამბობ, რომ ნაკრები მოედანზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა სახელს. ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა დაუწერეს ჩვენებს: ხვიჩა საუკეთესოა

ბოლომდე ვერ ავხტით: იტალიამ ძლივს მოგვიგო – ბორჯღალოსნების დიდებული პირველი ტაიმი