საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას 500-ქულიან ტურნირზე პირველივე მატჩში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 101-ე ჩოგანს ხაუმე მუნარს დაუპირისპირდა და ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება ორჯერ დათმო და 1:6 დამარცხდა. მეორე სეტი ნიკამ უკეთ დაიწყო, მაგრამ 3:3-ზე ხაუმემ ბრეიქი შეასრულა, ეს უპირატესობა შეინარჩუნა და სეტიც 6:4 მოიგო.
მომდევნო ტურნირი, რომელზეც ნიკოლოს ბასილაშვილი 25 აპრილიდან ჩაერთვება მიუნხენის ტურნირია, რომლის მოქმედი გამარჯვებულიცაა და ქულები აქვს დასაცავი.
GIPHY App Key not set. Please check settings