ქართველმა ექს-ოძეკიმ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მიმდინარე ნაცუ ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა.
მე-10 დღეს ტოჩინოში მე-12 მაეგაშირა სადანოუმის დაუპირისპირდა და იორიკის ილეთით დაამარცხა. მიმდინარე ბაშოზე ეს ტოჩინოშინის მეექვსე გამარჯვებაა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საკამათო გამოდგა. მას შემდეგ, რაც ქართველმა სუმოისტმა სადანოუმი დოჰიოდან გაიყვანა, გიოჯებმა (მთავარი მსაჯი) და შიმპანებმა (დამხმარე მსაჯები) მონოი მოიწვიეს. ისინი განიხილავდნენ, შეეხო თუ არა ტოჩინოშინი მეტოქეს თმაზე, რაც წესებით აკრძალულია. საბედნიეროდ, ყველაფერი ქართველი სუმოისტის სასარგებლოდ გადაწყდა.
ხვალ, ქართველის მეტოქე მე-15 მაეგაშირა აზუმარიუ იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings