გიორგი მიქაუტაძისადმი ფრანგული გუნდების ინტერესის შესახებ ამბავი ახალი აღარ არის. სამაგიეროდ გარკვეული სიახლეებია ერთ-ერთი დაინტერესებული კლუბის შესახებ. საფრანგეთის წამყვან გუნდებში გარეულ „მონაკოს” მოსწონს ქართველი ფორვარდი და მოლაპარაკებები დაწყებულიც ჰქონია.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი “მეცში” იჯარით თამაშობს. ის ოფიციალურად “აიაქსის” ფეხბურთელია, ამიტომ სწორედ ნიდერლანდურ გრანდთან მოუწევთ საქმის მოკვარახჭინება მსურველ გუნდებს.
როგორც წერენ, „აიაქსი“ მიქაუტაძის სანავლოდ 15-20 მილიონ ევროს მოითხოვს.
„მონაკოს“ გარდა დაიწერა „ლილის“ და გიორგის გამზრდელი გუნდის „ლიონის“ ინტერესზე.
მიქაუტაძემ სეზონში 13 გოლი გაიტანა და ახლა პლეი-აუტის ორ მატჩში უნდა დაეხმაროს “მეცს” ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად. მეტოქე კი მალე გაირკვევა „სენტ ეტიენისა“ და „როდეზის“ დაპირისპირებაში.
GIPHY App Key not set. Please check settings