in

მომავალში ყველაფერი კარგად იქნება: ახლა კი ისრაელთან წავაგეთ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ევრო 2023-ისთვის ემზადება, გორში გამართულ ამხანაგურ მატჩში ისრაელის ახალგაზრდულ გუნდთან 1:2 დამარცხდა.

28-ე წუთზე გიორგი გაგუას წაქცევისთვის სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გიორგი გულიაშვილმა შეასრულა და ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი გიორგი გაგუას დარტყმულს მეკარე ომერ ნირონი გადაეღობა.

ისრაელმა მეორე ტაიმის დასაწყისი კარგად ჩაატარა და ორი შედეგიანი შეტევა განახორციელა. ანგარიში სტავ ლემკინმა გახსნა, ხოლო მეორედ ჩვენი გუნდის კარი არად ბარიმ აიღო.

82-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა სხვაობა შეამცირა – ისრაელის მეკარის შეცდომით ნიკა ხორხელმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რამაზ სვანაძის გუნდი წლის ბოლო ამხანაგურ მატჩსაც „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართავს – ჩვენები 21 ნოემბერს უკრაინას შეხვდებიან.

საქართველო – ისრაელი 1:2

გოლები: 0:1 ლემკინი (49. ნოეს პასით), 0:2 ბარი (56. ნოეს პასით), 1:2 ნ. ხორხელი (84. გელაშვილის პასით)

გაფუჭებული პენალტი: გულიაშვილი (28. ძელი)

16 ნოემბერი, 2022. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე არენა“

საქართველო U21: კუტალაძე, აზაროვი, ხვადაგიანი, კალანდაძე, კაპანაძე (74. მაისურაძე), გელაშვილი, ნ. გაგნიძე (87. ჯინჯოლავა), ოსიყმაშვილი (60. სიგუა), ო. მამაგეიშვილი (60. ნ. ხორხელი), გაგუა (87. ლ. ხორხელი), გულიაშვილი (74. ლომთაძე)

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

გაძევება: სიგუა (82)

რამაზ სვანაძე.

„ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. ჩემთვის ყველაზე მეტად საწყენია ისაა, რომ პირველ ნახევარში კარგი, დალაგებული თამაში ვაჩვენეთ, მეორეს დასაწყისში კი გოლის შემდეგ ფსიქოლოგიურად მთლიანდ მოვიშალეთ, ფეხბურთელებისთვის მიცემული წინასამატჩო დავალებები არ სრულდებოდა. ეს პირველად არ ხდება და ამ კომპონენტზე ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ბევრი დებიუტანტი გვყავდა, ზოგი ახალგაზრდულ ნაკრებში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ყველაფერი, ალბათ, ამით აიხსნება.

ამ შეკრებაზე ორი თამაში გვაქვს და შემდეგი მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით. გაძლიერების რესურსი გაგვაჩნია და ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე კარგად, ღირსეულად და წარმატებით გამოსვლაა და მერწმუნეთ, ეს მიღწევადი მიზანია. მესმის გულშემატკივრის, მესამე თამაში წავაგეთ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილს სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა

იგივეს ველოდები: სანიოლი ახლებს გამოსცდის და წლის კარგად დასრულება უნდა