in ,

მოლაპარაკებები გააქტიურდა: ვალენსია მამარდაშვილის გამოსყიდვას ჩქარობს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანურ მედიაში საუბრები არ წყდება. ამჯერად, ავტორიტეტული გამოცემა As.com წერს, რომ “ვალენსია” მამარდაშვილის გამოსყიდვას მალევე აპირებს.

“შეცვლა არავის სიამოვნებს, მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი თავიდან ძირითად მეკარედ არ მიიჩნეოდა. გიორგის ოცნება აუხდა, როდესაც ის ვალენსიაში ჩავიდა მეორე გუნდში სათამაშოდ. ახლა მას თამაშის ამბიცია აქვს, მაგრამ მორალურად ცუდი დარტყმა ნამდვილად არ მიუღია. მეტიც, “ვალენსიამ” და მისმა აგენტებმა ბოლო საათებში გააქტიურეს მოლაპარაკებები გამოსყიდვის თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ვარიანტის გარდა, რაც ითვალისწინებს თბილისის “დინამოსთვის” იანვრამდე 700 000 ევროს გადახდას, კლუბი აპირებს ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებასაც, რომელიც მას დაიცავს”, – წერს გამოცემა.

მამარდაშვილა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 6 მატჩი ჩაატარა. ქართველმა მეკარემ 7 გოლი გაუშვა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველმა მოციგურავეებმა ისტორია დაწერეს: 4 ლიცენზია პეკინისთვის

კვარაცხელია ბოლომდე მზად არაა, ის მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის: სლუცკის თანაშემწე