in ,

მოგება კარგი ნიშანია და ჟოზეს რომაელების ადგილი: კოვიდმა იტალია შეაფერხა, მაგრამ ვერ შეაჩერა – XX ტური

ომიკრონმა იტალიამდეც მიაღწია. კოვიდის აფეთქების გამო მე-20 ტურის 4 მატჩი გადაიდო. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით კარანტინში არიან „ბოლონია“, „ტორინო“, „სალერნიტანა“ და „უდინეზე“. „ვერონასა“ და ნაპოლიში“ დადებითტესტიანთა რაოდენობა ათეულობითაა, მაგრამ მათი თამაშები მაინც შედგა.
სერია ა-ს კლუბებმა მოილაპარაკეს, რომ მატჩი ჩატარდება თუ გუნდში 13 ჯანმრთელი ფეხბურთელია (პირველი და მეორე გუნდიდან), მათ შორის 1 მეკარე.

ტურის ორი ცენტრალური თამაში კი შედგა.

„მილანმა“ ძლივს შეაკოწიწა შემადგენლობა. კორონავირუსის გამო გუნდმა ფაქტობრივად ყველა მცველი დაკარგა, სამი კაცი აფრიკის თასზე წავიდა.
„რომა“ კი ასეთ ვითარებაში კომფორტულადაა და თითქმის არავინ დაუკარგავს. თუცა მათი შეხვედრის შემხედვარე ვერ იტყოდი რომელს უფრო უჭირდა.
„მილანმა“ დასაწყისშივე ორი გოლი გაიტანა. ჯერ ჟირუმ პენალტით (არბიტრმა განმეორება ნახა) და მერე მესიასმა დამატებაზე. რომაწლები ტაიმის ბოლოს მოვიდნენ აზრზე და აბრაჰამმა ანგარიში შეამცირა.

This image has an empty alt attribute; its file name is d26c46cdb6e09382d49988c04a4dfa1bo2-1024x569.jpg

სტუმრები მეორე ტაიმში ცხადია გასათანაბრებლად წავიდნენ, მაგრამ აქ დაიწყო „მილანის“ ფრანგი მეკარის მენიანის ბენეფისი. „რომას“ კი საფინალო შტურმზე ძალა არ ეყო, რადგან 15 წუთით ადრე კაცი გაუგდეს. „მილანელმა“ ლეაუმ პირისპირ გასვლა გამოიყენა, ხოლო იბრაჰიმოვჩმა ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა.
მატჩის მერე ჟოზე მოურინიო ორი პენალტის და ორი გაძევების გამო მსაჯებზე ბრაზობდა და არც საკუთარი ფეხბურთელებისთვის დაუკლია.

ტურინში ჩასული „ნაპოლის“ მდგომარეობა „მილანელებზე“ ნაკლები როდი იყო. ავადაა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი, პლუს აფრიკაში წასული ფეხბურთელები – „ნაპოლიმ“ ჯამში 10 ფეხბურთელი მოისაკლისა.
როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობა მასპინძლებმა აიღეს, მაგრამ ამას დიდი შედეგი არ მოჰყოლია. მოკლედ, მერტენსის პირველ ტაიმში გატანილ გოლს მეორეში კიეზამ უპასუხა.

ჯამში, ორივე გუნდმა ბევრჯერ დაარტყა კარისკენ (20-16 „იუვეს“ სასარგებლოდ), მაგრამ კარში ცოტა თუ წავიდა (5-4). ტურინელთა შეტევები უფრო სახიფათო ჩანდა, მაგრამ პენალტს შეეძლო ყველაფერი წყალში ჩაეყარა. მსაჯმა დარღვევა ვერ შეამჩნია და „ნაპოლის“ 11-მეტრიანი არ დაუდო. სააბოლოო შედეგი ფრეა, რომლითაც კმაყოფილი არცერთი გუნდი არ დარჩენილა.

„იუვენტუსი“ ზედიზედ 7 მატჩია არ აგებს.

ალეგრი: „იუვე“ მეხუთეა, მაგრამ მხოლოდ 28 გოლი გაიტანა. ამაზე უნდა ვიმუშაოთ“.

ლუჩანო სპალეტი: „იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამაყი ვარ იმ თამაშით, რომელიც გუნდმა აჩვენა“.

პიოლი: „დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ვითამაშებდით. მოგება – კარგი ნიშანია. ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული სეზონის მეორე ნახევარში“.

მოურინიო: „რომას“ საშუალო შემადგენლობა ჰყავს, ამიტომაც არის ცხრილის შუაში, სადაც მისი ადგილია. მსაჯებზე არ გვიმართლებს“.

სერია ა – XX ტური

სამპდორია – კალიარი 1:2
სპეცია – ვერონა 1:2
ლაციო – ემპოლი 3:3
სასუოლო – ჯენოა 1:1
მილანი – რომა 3:1
იუვენტუსი – ნაპოლი 1:1

გადაიდო

ბოლონია – ინტერი
ატალანტა – ტორინო
სალერნიტანა – ვენეცია
ფიორენტინა – უდინეზე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბა ეს თუ იცანით: სოცქსელებში რონალდო არ მოეწონათ

მოემზადე ბრძოლისთვის: ადიდასმა სალაჰს სამეფო ბუცები დაუმზადა