დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 31-ე ყრილობა გაიმართა, სადაც საუბარი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.
ყრილობას საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრო. ყაველაშვილმა ყრილობაზე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის განხორციელებულ პროექტებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს და ეს გამოწვევები შემდეგშიც გვექნება, რადგან ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა ცოცხალი პროცესია.
მოგეხსენებათ, ფეხბურთის განვითარების ფონდი, ცუდად თუ კარგად, თავის საქმიანობას ასრულებს. ვიცით როდის შეიქმნა, რა გამომწვევები იყო. ფონდი რომ არ ყოფილიყო შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატი საერთოდ ჩაშლილიყო. განვითარების ფონდი ერქვა, მაგრამ განვითარებაზე მეტად ფეხბურთის გადარჩენაზე იყო ორიენტირებული.
მიმდინარე წელს ამ ფონდის საქმიანობა სრულდება. მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ და განვიხილოთ როგორ გაარძელებს ფონდი მუშაობას. ამ საკითხის ირგვლივ სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, მმართველ ძალასთან და რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციასთან, კომუნიკაცია აუცილებლად მექნება.
კლუბების განვითარების სტრატეგია აუცილებელია. საქართველოს სჭირდება პროფესიული (როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია) და არა მუდმივად ბიუჯეტზე დამოკიდებული კლუბები. აუცილებლად დაგვჭირდება უცხოელი სპეციალისტები. ისინი დაგვეხმარებიან, შეიქმნება გეგმა თუ როგორ შევძლებთ კლუბების განვითარებას. არსებულ რეალობაში.
წლის ბოლოს სამოქმედო გეგმა აუცილებლად უნდა გვქონდეს”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings