in ,

ლევან კობიაშვილი: ეს ტკივილი ყოველთვის გაგვყვება – შემთხვევითობების არ მჯერა, ალბათ ევროპაზე გასვლას არ ვიმსახურებდით

დღეს, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობა გაიმართა, რომელზეც გასული წელი შეჯამდა. ყრილობაზე სხავადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრეს. ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ჩრ. მაკედონიასთან წაგებულ ფინალურ შეხვედრას შეეხო და თქვა, რომ ამ მარცხისგან გამოწვეული ტკივილი მთელი ცხოვრება გაყვება.

“არ ვაპირებ, ხაზი არ გავუსვა და არ შევეხო… გასულ წელს თითოეულმა თქვენთაგანმა იგრძენით. ვგულისხმობ ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშს, რამაც გული ძალიან დაგწყვიტათ. იმედგაცრუებულები ვართ, ეს ის ტკივილია, რომელიც ყოველთვის გაგვყვება.

არ მჯერა შემთხვევითობის. ალბათ, ჩვენ არ ვიმსახურებდით იმ თამაშის მოგებას. უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, ჩვენს თავს უნდა დავუსვათ კითხვა: რატომ ვერ გავედით? რა მოხდა? რა შეცდომა დავუშვით? ვინაიდან, ეს ჩვენ მხოლოდ გაგვაძლიერებს.

ანალოგიური სიტუაცია ფუტსალში იყო, როცა ფლეი-ოფში დავმარცხდით, თუმცა თვითკრიტიკულები ვიყავით, შემდეგი შანსი კი ჩვენმა გუნდმა გამოიყენა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

დარწმუნებული ვარ, ასეთ შანსს ფეხბურთელებიც მიიღებენ. ვილი სანიოლი და მისი გუნდი დიდ შრომას დებენ. ეს ყოველდღიურად ჩანს. დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი ეროვნული გუნდით ვიამაყებთ”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის განვითარების ფონდი რომ არა, ჩემპიონატი ჩაიშლებოდა – კლუბების სტრეტეგია უნდა შევიმუშავოთ

გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები