in

მიწერ-მოწერა გვაქვს: გუტიმ კვარაცხელიასთან მეგობრობაზე ისაუბრა – ეს არის ხიბლი

ცნობილი ამბავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობაში „რეალის“ მაშინდელი ნახევარმცველის გუტი თამაში ხიბლავდა. თავის მხრივ ესპანელი ფეხბურთელიც აღფრთოვანდა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო და ქართველს ნეაპოლში მაისურიც კი გაუგზავნა.

ახლა კი გუტი DAZN-თან ინტერვიუში ყვება, რომ სოციალურ ქსელში მიმოწერა აქვს ხვიჩასთან.

“ხვიჩა ძალიან მომწონს. არა, ჩვენ არ შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ სოციალურ ქსელში მიმოწერა გვაქვს. მას მერე, რაც გავიგე, რომ მისი ბავშვობის კერპი ვარ, გავუგზავნე მაისურა ჩემი ავტოგრაფით.
კვარაცხელია იმ სპორტული კომპანიის სახეა, რომელთანაც ვთანამშრომლობ – იქიდან ინსტაგრამზე ერთმანეთს დავუმეგობრდით და ვილაპარაკეთ.

ეს არის ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი: შენი თამაშით ბავშვებს ფეხბურთი შეუყვარდეთ, მომავალში ვარსკვლავები გახდნენ, როგორც ხვიჩას შემთხვევაში მოხდა. ჩვენ ყველა ასე გავიზარდეთ“, – განაცხადა გუტიმ.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია მესამეზე გავიდა, MVP თანაგუნდელს დაუთმო

იუვემ თასი მოიგო: ალეგრიმ რეკორდიც დაამყარა და… პიჯაკი შემოიხია, გააგდეს და გიჟივით ყვიროდა