ბელგიის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის ‘სერენი” “ანდერლეხტს” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
“სერენმა” მატჩი კარგად დაიწყო და 2:0 იგებდა. მეორე გოლი 11-მეტრიანი ნიშნულიდან სწორედ ქართველმა ფორვარდმა გაიტანა. მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში “სერენის” მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
მიუხედავად დიდი უპირატესობისა, “სერენმა” ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა და 50-ე წუთისთვის 2:3 აგებდა. მასპინძლებმა ანგარიშის გთანაბრება მაინც მოახერხეს. მიქაუტაძის საგოლე პასით თავი მაზიზმა გამოიჩინა და ძირითადი დროც ასე დასრულა – 3:3.
დამატებით დროში გოლები აღარ გასულა და ყველაფერი ე.წ. “საფეხბურთო ლატარეამ” პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მიქაუტაძემ პენალტი ამჯერადაც ზუსტად შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სერია “ანდერლეხტმა” 3:4 მოიგო, რაც ნიშნავს იმას, რომ ტიტულისთვის ბრძოლას “სერენი” გააგრძელებს.
GIPHY App Key not set. Please check settings