in

მიქაუტაძე ძირითადში დააყენეს და შესვენებაზე შეცვალეს: აიაქსმა მაინც ვერ მოიგო

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-12 ტურში „აიაქსი“ „ალმერეს“ ესტუმრა და თითქოს მორიგ სამ ქულასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 2:2.

ამჯერად გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენეს. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა და მწვრთნელმა შესვენებაზე ერთბაშად სამი ფეხბურთელი გამოცვალა, მათ შორის ქართველი შემტევიც. პირდაპირ ითქვა კიდეც, გაუმჯობესების აუცილებლობამ ცვლილებები გამოიწვიაო. სხვათა შორის, მეორე გოლი სწორედ გიორგის ნაცვლად შესულმა ტაიროვიჩმა გაიტანა.

მიქაუტაძემ 43-ე წუთზე მოედნის კიდიდან გაუშვა, მაგრამ ბურთი მარცხენა ძელს გვერდით მოხვდა.

„აიაქსმა“ გოლი 67-ე წუთზე გაუშვა, მაგრამ იქვე, ერთ წუთში გაათანაბრა (აკპომი). ტაიროვიჩმა კი გუნდი 82-ე წუთზე დააწინაურა და ამსტერდამელები ზედიზედ მესამე მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ დროში პენალტი გაუშვეს.

ახლა „აიაქსს“ 11 თამაშის მერე 12 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა გრანდს 25 ნოემბერს შინ ბოლო ადგილზე მყოფ „ვიტესთან“ აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას შეეძლო ბოლოს მოეგო: ნაპოლიმ ემპოლისთან წააგო – რა დაუწერეს კვარაცხელიას

ვიდეო: შერმადინის 7 ქულა და წაგება ბარსელონაში