in ,

მიქაუტაძე შესაძლოა ინგლისში გადავიდეს

ბრიტანელი ჟურნალისტი ბრედ ჯონსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “მეცის” ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “ბარნლიში” აღმოჩნდეს.

როგორც ჯონსი წერს, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის მიმართ დაინტერესება აქვს და მას აკვირდება, ჯერჯერობით ფრანგებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ და ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ამას გააკეთებენ თუ არა.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძე ზაფხულში დაბრუნდა ბელგიური “სერენიდან” “მეცში” და სეზონი მშვენივრადაც დაიწყო. რაც შეეხება “ბარნლის”, კლუბს ცნობილი ბელგიელი მცველი და წარსულში მანჩესტერ “სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი წვრთნის და მათი მთავარი მიზანი ამ სეზონშივე პრემიერლიგაში უკან დაბრუნებაა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

3…2…1… დღეს პრემიერ ლიგა იწყება!

ვინ იმართლებდა თავს ყველაზე მეტად პრემიერლიგაში