in

მიქაუტაძე ყველაზე კარგია: დუბლი და ტაში საუკეთესო ფეხბურთელს

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ბორდო“ 3:0 დაამარცხა, რაშიც ლომის წვლილი გიორგი მიქაუტაძეზეა. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურა.
ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მა „მეცის“ თავდამსხმელს 8.4 ქულა დაუწერა, რაც ყველა დანარჩენის შედეგს ბევრად აღემატება.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის მთელი სეზონის მიხედვით საშუალო შეფასება 7.20-ია და ამ მხრივაც გამორჩეულია.

მიქაუტაძემ ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტ „ბორდოსთან“ მართლაც შესანიშნავად ითამაშა. მე-40 წუთზე ჩვენიანი მეკარესთან პირისპირ გავიდა, რომელმაც საჯარიმოს გარეთ გაშლილი ფეხით მოცელა და ამის გამო გააგდეს კიდეც.
შესვენების შემდეგ მასპინძლები დიდ უპირატესობას დაეუფლენ, სამწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს, ერთი გიორგიმ. ცოტა ხანში მიქაუტაძეზე პენალტი არ დაინიშნა, თუმცა ქართველმა 72-ე წუთზე მეორე მაინც შეაგდო. მიქაუტაძე 83-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა ის აპლოდისმენტებით გააცილეს.

“ბორდოს” რიგებში ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა.

მეცი – ბორდო 3:0
გოლები: 1:0 ჯელოუ (49), 2:0 მიქაუტაძე (52), 3:0 მიქაუტაძე (72)

მიქაუტაძე 17 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია, მის ანგარიშზე 6 საგოლე პასიცაა.
ამ მომენტისთვის 61 ქულით ლიდერი „ჰავრია“, 56 ქულით მეორე ადგილზე კვლავ „ბორდოა“, „მეცს“ 55 ქულა დაუგროვდა, 52 ქულა აქვს „სოშოს“.
22 აპრილს „მეცი“ სტუმრად „სენტ-ეტიენს“ შეხვდება, ხოლო „ბორდო“ 24 აპრილს „გრენობლს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა თავიდან დაასვენეს, ლიდერები მერე შევიდნენ: ნაპოლიმ უგოლოდ ქულები დაკარგა

გულშემატკივრებთან ერთად უნდა მოვიგოთ: როგორ შეხვდება მილანი ნაპოლის შეტევებს – ტაქტიკა შერჩეულია