in

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურშია

“მეცის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის 28-ე ტურის სიმბოლურ შეიყვანეს.

ქართველმა ფორვარდმა “ბრესტთან” წაგებულ მატჩში (3:4) დუბლი შეასრულა და მეორედ მოხვდა პოპულარული ფრანგული გამოცემის “ეკიპის” სიმბოლურში.

მიქაუტაძემ ორი ბურთი მაშინ გაიტანა, როცა ანგარიში 1:4 იყო და გუნდს გადარჩენის შანსი მისცა, თუმცა “მეცი” საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

გიორგიმ, რომელმაც “ბრესტთან” შეუცვლელად ითამაშა, მიმდინარე ლიგა 1-ში 7 გოლს მოუყარა თავი. შეფასებები: Flashscore.com – 7,7; Whoscored.com – 8,6; Sofascore.com – 8,1.

საქართველოს ნაკრების შემტევმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დე ლაურენტისმა კონტე დაითანხმა?

კვარაცხელია მარტის საუკეთესო ფეხბურთელია