in

მიქაუტაძე პრემიერლიგაში შესაძლოა მაინც წავიდეს: გამოჩნდა გუნდი, რომელიც ფულს ამატებს

გიორგი მიქაუტაძის საკითხი, როგორც ჩანს, ჯერ არ დახურულა. ბოლო ინფორმაციებით, ჩვენიანი თითქოს რჩებოდა „მეცში“ და ახალ სეზონს ლიგა 1-ში გაატარებდა. არ გამოვიდა „ბარნლის“ ვარიანტი, რომელიც ფარანგულ კლუბს გამოსასყიდ თანხაზე ვერ მოურიგდა. თუმცა გამოჩნდა სხვა ინგლისური გუნდი, რომელმაც ფულს წაამატა.

მიქაუტაძის შეძენა პრემიერლიგაში დაბრუნებულმა კიდევ ერთმა გუნდმა „შეფილდ იუნაიტედმა“ მოისურვა და მზადაა 18 მილიონი ევრო გადაიხადოს, რასაც ბონუსებიც დაემატება და ეს უკვე შესაძლოა მისაღები იყოს „მეცისთვის“.

ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირსა და ფეხბურთელში „მეცი“ 20 მილიონს მაინც ითხოვს, ქართველი მის აღმზრდელ „ლიონსა“ სურს, მაგრამ ფულის გადამხდელი მაინც უფრო ინგლისური გუნდია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მჯერა გუნდის, მჯერა თითოეული მოთამაშის, მჯერა შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა

ხვიჩას აგენტი ნაპოლის პრეზიდენტთან: პირობებია გადასახედი