იტალიური Tuttomercatoweb.com თავის რუბრიკაში მკითხველს ნიჭიერ ფეხბურთელებს აცნობს. ამჯერად მათი ყურადღება საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “სერენის” თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე შეჩერდა.
55 თამაში, 36 გოლი, 4 საგოლე პასი. წესით, ფრანგული “მეცი” ძალიან უნდა ნანობდეს, რომ მიქაუტაძე “სერენში” გაანათხოვრა. ის მაურისიო იკარდის გავს. მიქაუტაძე არის “ქართველი მკვლელი”, რომელიც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ტიპიური ცენტრფორვარდი არაა, არამედ საჯარიმოს გარეთაც შეუძლია ბურთის მიღება და თავად მომენტის შექმნა”, – წერს იტალიური გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings