საფრანგეთის ლიგა 2 ძალზე საინტერესო ტურნირი გახდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი იქ აღმოჩნდნენ.
მე-12 ტურში მიქაუტაძის “მეცმა” “სოშოს” უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. მიქაუტაძე შეუცვლელი იყო, მისი “მეცი” კი მე-11 საფეხურზეა. გიორგის ანგარიშზე 4 გოლიდა ამდენივე ასისტია.
რაც შეეხება ზურიკოს – მისი “ბორდო” “ბასტიას” ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. ზურიკო 84-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, მაგრამ ბოლოსკენ მასპინძლებმა პარიტეტი აღადგინეს. ზურიკოს აქტივში სულ 3 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტია, “ბორდო” კი 24 ქულით ცხრილის სათავეშია.
GIPHY App Key not set. Please check settings