გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი სეზონის შემდეგ მთხოვნელები არ აკლია. ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირსა და ფეხბურთელს ცნობილი კლუბები აკითხავენ და რაც მთავარია საუბარი ტოპ ჩემპიონატებზეა. პარალელურად გიორგის გოლები გააქვს სანაკრებო მატჩებში და რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის ფასი იმატებს.
Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა და მიქაუატძესაც მომატებული ფასი ჩაუწერა.
გიორგის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი იყო და ახლა 4 მილიონით გაიზარდა – 10 მილიონი.
ჩვენიანის „მეციდან“ წაყვანა ყველაზე მეტად ინგლისურ „ბარნლის“ სურს, თუმცა იწერება ტურინის „იუვენტუსის“ სერიოზულ ინტერესზეც.
ასევე გაიზარდა საფრანგეთში მოთამაშე კიდევ ერთი ჩვენიანის ფასი. „ბორდოში“ წარმატებული სეზონის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის ფასი 2.5 მილიონი ევრო გახდა.
ფასი მოემატათ „კრემონეზეს“ მცველს ლუკა ლოჩოშვილსა (1.8 მილიონი. იყო 1.5 მილიონი) და რუსეთში მოთამაშე ლუკა გაგნიძეს (2 მილიონი 1.5-ის ნაცვლად).
GIPHY App Key not set. Please check settings