ძალიან სუსტი გუნდია ეს „აიაქსი“. მარტო წაგებაშიც არ არის საქმე. საერთოდ არ აქვს თამაში. დღეს „ალკმაართან“ 1:2 დათმო შინ. არადა, მეტადაც უნდა წაეგო. 73-ე წუთზე, როდესაც ფორტუნამ გაუღიმა, შემთხვევით გოლი გაიტანა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, იმის ნაცვლად წინ წასულიყო და მომენტები მაინც შეექმნა, არც არაფერი არ გამოუვიდა. შეტევა არც ყოფილა. სამაგიეროდ, კონტრშეტევებზე არაერთხელ გადარჩა, თორემ ანგარიში ძალიან მიუღებელი იქნებოდა. მოკლედ, ამ გრანდს ცვლილებები სჭირდება.
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ ბოლო ხანს ღრმა თადარიგში გადაინაცვლა და არ ათამაშებდნენ. ამ შეხვედრაშიც თადარიგში დარჩა, მაგრამ უკვე პირველ ტაიმში ჩაერთო თამაშში, 41-ე წუთზე.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მარცხენა ფლანგზე გაამწესეს და აშკარად ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად მისთვის არადამახასიათებელ ტაქტიკაში. მართალია, რამდენჯერმე შუაშიც შეიწია, მერე მარჯვენა ფრთაზე უფრო ჩანდა, მაგრამ ძირითადად უბურთოდ უწევდა მოძრაობა. რაიმე განსაკუთრებული შანსი ჩვენიანს არ ჰქონია, პრინციპში არც გუნდს.
მიქაუტაძეს გოლის ეპიზოდში ირიბად მიიღო მონაწილეობა, მან ბურთი ვერ დაიმორჩილა და მცველმა საჯარიმოდან გადააგდო, როდესაც ვან დე ბუმენმა დაარტყა და რიკოშეტით შევარდა კარში.
Flashscore-მა მიქაუტაძეს 6.1 დაუწერა.
ეს მე-8 ტურის მატჩი იყო, თუმცა აიაქსმა” 6 შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ 5 ქულა აქვს და შეუფერებელ მე-16 ადგილზეა. მორიგ შეხვედრა 22 ოქტომბერსაა სტუმრად ბოლოადგილოსან “უტრეხტთან”.
GIPHY App Key not set. Please check settings