in

მიქაუტაძეს წითელ ბარათს გააუქმებენ: მსაჯმა შეცდომა აღიარა და თავად მოითხოვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მეცისა“ და „რენის“ (2:3) შეხვედრის ბოლო წუთზე არბიტრმა რუდი ბუკემ „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოედნიდან გააძევა. გადაწყვეტილება ვიდეორეფერის ჩარევის მიუხედავადაც არ შეცვალა. მოგვიანებით კი აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და წითელი ბარათის გაუქმება თავად მოითხოვა.

ბუკემ საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტს წერილობით მიმართა, გააუქმონ წითელი ბარათი.

სადისციპლინო კომიტეტს გიორგის წითელი ბარათის გაუქმების მოთხოვნით “მეცმაც” მიმართა.

საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი 7 მაისს იმსჯელებს. ალბათ, გიორგის წითელ ბარათს გაუუქმებენ და ის 12 მაისს “სტრასბურგთან” და 19 მაისს პსჟ-სთან თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

ბრიტანული გამოცემა „სანი“ გიორგი მიქაუტაძის გაძევებაზე წერს, რომ ეს ისტორიაში ყველაზე ცუდი გაძევება იყო.

სოცქსელებში მიქაუტაძისადმი მხარდაჭერა გულშემატკივრებმაც გამოხატეს:

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართველმა ბიზნესმენმა ინგლისური კლუბი შეიძინა

18 მლნ ევრო ყველაზე ელიტურ სახლში: მბაპე მადრიდში სერხიო რამოსის სახლს ყიდულობს