in

მიქაუტაძესთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ… მეცის დირექტორი

“მეცის” სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის შესაძლო დაბრუნებაზე ილაპარაკა. “მეცის” მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელით გაძლიერების დიდი იმედი აქვთ, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, როგორც ეს ამასწინათ ფრანგულ მედიაში დაიწერა.

“დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი მიქაუტაძე დაბრუნდება “მეცში”, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია მიქაუტაძის დაბრუნებაზე, მის ჩამოსვლას მყისიერად ელოდებოდნენ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მიქაუტაძე დაბრუნდეს. სწორედ ესაა ჩვენი სურვილი და ამოცანა.

ჩვენი მიზანია, იანვარში “მეცი” გაძლიერდეს. კარგად გვესმის, რომ გვაქვს ხარვეზები და ეს ის ხარვეზებია, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. ნაწილობრივ მაინც უნდა ვცადოთ პრობლემატური პოზიციების შევსება.

ჩვენ არ ვახორციელებთ ნაჩქარევ ტრანსფერებს და ვერ გავცემთ დიდ ხელფასებს. ეს არ არის ჩვენი სტილი. არის შანსი, რომ დავიბრუნოთ მიქაუტაძე, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს და განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც”, – თქვა დრეოსიმ.

მაშ ასე, ვარიანტი ორია: მიქაუტაზე ან “აიაქსში” დარჩება და ეცდება, სამწვრთნელო შტაბის კეთილგანწყობა მოიპოვოს, ან დაბრუნდება “მეცში”, სადაც მშვენივრად იციან მისი შესაძლებლობები, სადაც პრაქტიკა ექნება და მარტის გადამწყვეტი დღეებისთვის ფორმაში შევა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო 153 მილიონი ღირს: ლიდერების ფასები დაეცა

კვარაცხელიას ოსიმენზე ათჯერ ნაკლები ხელფასი აქვს: ამას შეიძლება რეაქცია მოჰყვეს