„აიაქსი“ ნიდერლანდების თასზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ჰერკულესს“ ესტუმრა და… 2:3 წააგო.
გიორგი მიქაუტაძე ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
უპირატესობას ამსტერდამელები ფლობდნენ განუწყვეტლივ უტევდნენ. მიქაუტაძემ 64-ე წუთზე აკპომი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ვერ გაიტანა. მოგვიანებით მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
ქართველის თამაში Sofascore-მა 6.9 ქულით, Flashscore-მა კი 6.7-ით შეაფასა.
შეგახსენებთ, თითქმის გადაწყვეტილად იწერება, რომ მიქაუტაძე ზამთარში იჯარით „მეცში“ დაბრუნდება.
ჰერკულესი – აიაქსი 3:2
გოლები: 1:0 პიტერსი (17), 2:0 პიტერსი (66), 2:1 ბრობი (84), 2:2 აკპომი (89), 3:2 გროტენბერგი (90+4)
GIPHY App Key not set. Please check settings