in

მიქაუტაძემ აიაქსი არჩია

გიორგი მიქაუტაძე „მეცს“ ლიგა 1-შიც მაგრად ეხმარება – 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. თანაც ბოლო ტურში სტუმრად „კლერმონთან“ ქართველის გოლი ერთადერთი და გადამწყვეტი აღმოჩნდა. თუმცა ეს ეტრყობა მართლაც ბოლო გოლია “მეცის“ მაისურით. უამრავი დაინტერესებული გუნდის მიუხედავად, როგორც ჩანს, არჩევანი ამსტერდამის „აიაქსზე“ კეთდება.

არადა, ბოლოს დაიწერა „ლაციოზე“, „ვესტ ჰემსა“ და ფრანკფურტის „აინტრახტზე“.

თავად ფეხბურთელის არჩევანი ყოფილა ამსტერდამული გრანდი.

„აიაქსი“ გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით სატრანსფერო მოლაპარაკებებში დაწინაურდა. ევროპული ფეხბურთის გრანდში გადასვლა თავად მოთამაშესაც სურს, – ინფრომაციას ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International ავრცელებს.

Telegraaf კი წერს, რომ ქართველი ამსტერდამში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 31 აგვისტოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს დაესწრება, რომელშიც “აიაქსი” “ლუდოგორეცს” უმასპინძლებს (ბულგარეთში აიაქსმა 4:1 მოიგო).

ცნობილია, რომ „მეცი“ ჩვენიანში 20 მილიონ ევროს ითხოვს. „აიაქსს“ ფული აქვს, რადგან მოჰამედ კუდუსი გაყიდა „ვესტ ჰემში“ 45 მილიონად.
მიქაუტაძე გახდება „მეციდან“ წასული ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე.

ამ ტრანსფერის შესახებ დაწერა ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომაც.
„კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და თითქმის ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ მიქაუტაძე „აიაქსის“ ფეხბურთელია“, – წერს ფაბრიციო რომანო.

ალბათ გახსოვთ, რომ „აიაქსში“ აქამდე ორ ქართველს უთამაშია – შოთა არველაძესა და გიორგი ქინქლაძეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნდა მოვიგოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი

ფიფას რუბიალესის მოშორება უნდა, უეფა არ ჩაერევა: დედა ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობა დაიწყო