in

მიუნხენამდე ბასილაშვილი ბარსელონაში ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონაშია და 500-იან ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ბასილაშვილი ტურნირზე მე-9 ნომრად არის განთესილი და ასპარეზობაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე ესპანელი ხაუმე მუნარსა და ფრანგ არტურ დინდერკნეხს შორის გამარჯვებული იქნება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2,802,580 ევროს შეადგენს და გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს.

ბარსელონადან 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი მიუნხენში გადაინაცვლებს, სადაც BMW OPEN-ზე ტიტულის და სარეიტინგო ქულების დაცვას შეეცდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არველაძის ამბიციური გეგმები: შოთის მანჩესტერის ფეხბურთელის გამოსყიდვა სურს

ბრუნო თავისი პორშეთი ავარიაში მოყვა