in ,

მისი ყველაზე ლამაზი გოლი: გაძეტა დელო სპორტი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს გამოეხმაურა

“გაძეტა დელო სპორტი” ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს გამოეხმაურა. წერილის ავტორია ჟურნალისტი ვინჩენცო დ’ანჯელო, სალომე ხარატიშვილის უშუალო მონაწილეობით. ქართული თარგმანიც სალომესია.

“ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა. “დიახ, თანახმა ვარ” – სიტყვები, რომელიც ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ბედნიერების ეს წუთები მან თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად ერთ ლამაზ დღეს გაიზიარა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნიცა თავაძეზე სამოქალაქო ქორწინება, რომელიც ივნისში შედგა, ამჯერად საეკლესიო რიტუალით დაამშვენა. სამთავროს დედათა მონასტერი საქართველოს უძველეს ქალაქ მცხეთაში, თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს და კვარაცხელიას ოჯახისთვის ახლობელი ადგილიც არის.

სწორედ აქ, მართლმადიდებლური რიტუალის აღსრულებით, წყვილის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ქორწილიც აღსრულდა. “კვარამ” და ნიცამ სამუდამო სიყვარული უფლის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს. საქორწინო რიტუალი მდიდარი იყო სიმბოლოებითა და ბრწყინვალე სანახაობით.

წვეულება – ემოციური და დაუვიწყარი სანახაობა აღმოჩნდა 60 სტუმრისთვის. მხოლოდ უახლოესი ნათესავები და რამდენიმე სიყრმის მეგობარი. მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს “კვარამ” ქართული ტრადიციული სამოსი – ჩოხა შეარჩია (თეთრი ფერი – საქორწინო ცერემონიისთვის) – ტიპური ტრადიციული სამოსი ქართველი და კავკასიაში მცხოვრები ეთნიკურად კავკასიელი ხალხისთვის.

ნიცამაც, თავის მხრივ, ტრადიციული სტილის საქორწინო კაბა შეარჩია. საქორწინო ბეჭდების სამჯერ გაცვლის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი უკვე გვირგვინის დადგმის ეპიზოდი იყო, რაც საქორწინო რიტუალის საბოლოო შტრიხია.

ეკლესიიდან გამოსულთ კი მათ აღმართული ხმლების კორიდორის გავლამ მოუწიათ. თავის მხრივ, ეს რიტუალიც ბედნიერების კარიბჭის სიმბოლოდ მიიჩნევა.

ფოიერვერკები – ტრადიციულ ცეკვა-თამაში და საქორწინო ვახშამი თბილისში, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. რესტორანი თავისი ისტორიითა და მნიშვნელობით დედაქალაქის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც მდებარეობს მთაწმინდაზე და აქედან სტუმრებს ქალაქის გასაოცარ ხედებს სთავაზობს. სწორედ ამ შესანიშნავი ხედის ფონზე კვარამ და ნუცამ ტორტის გაჭრის ცერემონია ფოიერვერკების ფონზე იზეიმეს.

დაბრუნება ნეაპოლში – ფოიერვერკის ეფექტის მქონე დაბრუნება, ეს არის ის, რასაც ნეაპოლში თავის “მეფეს” სთხოვენ, რომ მან ბრძოლა მაღალი მიზნებისთვის კვლავ გააგრძელოს. “კვარას” ღიმილი სახეზე და მისი ბედნიერება პირად ცხოვრებაში რუდი გარსიასთვის ერთგვარი სიმდიდრეა, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც მისი “ნაპოლი” რაღაც დროით ვიქტორ ოსიმენის გარეშე ითამაშებს.

ხვიჩას სამშობლოში დაბრუნების დამახასიათებელი შტრიხი იყო გოლთან დაბრუნებაც. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან ეროვნული ნაკრების მაისურითაც გაიტანა გოლი. ამ დღეებში ჩვენ კვლავ ვნახეთ “კვარადონას” გაბრწყინება. ხვიჩა, რომელმაც ტაილანდის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, ხოლო კვირა საღამოს – კვიპროსს, გოლის აღნიშვნის ახალი სცენარიც შემოგვთავაზა – ტრიბუნებისკენ გაიქცა და ხელის მოძრაობით მშვილდოსნის პანტომიმა შექმნა.

მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო მშვილდით და გულისგამოსახულებიანი წარწერით. ვინ იცის, შეიძლება ეს შენიღბული ძღვენი იყო მისი გულის დედოფლის, ნიცას მიმართ.

დარწმუნებით ვიცით, რომ ნეაპოლში ელოდებიან, არის თუ არა ეს საბოლოო გადაწყვეტილება – მშვილდოსანი, რომელმაც მშვილდი მათთან ერთად საბრძოლველად მოზიდა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქეცბაიამ ფეხბურთელებს წაგება კიდევ ერთხელ გადააბრალა

მესი სამხრეთ ამერიკის პირველი მეგოლეა, ბრაზილიის საუკეთესოობა მორჩა – ვიდეო