in

მინდა ხვიჩა ნაპოლიდან წავიდეს… მამა არ წყვეტს შვილი სად ითამაშებს: ნაპოლი განრისხდა

გადაცემაში “სპორტი იმედზე” ხვიჩა კვარაცხელიას მამამ ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს.

ბადრი კვარაცხელიას თქმით, მას ხვიჩასთან “ნაპოლის” შესაძლო დატოვებაზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა პირადად მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ხვიჩა “პარტენოპეის” დატოვებს.

“სიმართლე გითხრათ, ხვიჩასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია. ხვიჩა პატარა ბიჭი არ არის და ამ საკითხს თვითონ გადაწყვეტს, დავჯდებით ოჯახი და დავილაპარაკებთ.

ამას პირველად ვიტყვი, არ მინდა, რომ “ნაპოლიში” დარჩეს, ეს ნამდვილად არ მინდა. წელიწადში 4 მწვრთნელი შეიცვალა, ცოტა მაფიქრებს… მაგრამ ამას ხვიჩა გადაწყვეტს”, – განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ხვიჩას “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და როგორც წამყვანი იტალიური გამოცემები წერენ, მალე მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობას დაიწყებენ.

მამუკა ჯუღელის თქმით, მისი ყურადღება ამჟამად ევროპის ჩემპიონატისკენაა მიმართული და არა სამენეჯერო საქმიანობაზე.

“ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ ჩემი, როგორც მენეჯერის რანგში, პირველი სატრანსფერო ფანჯარაა, როდესაც საერთოდ არ ვფიქრობ ტრანსფერზე. ჩემი მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებისკენაა მიმართული. მთავარია ჯგუფიდან გავიდეთ, შემდეგ კი რა თქმა უნდა, რაც წინ წავალთ, უკეთესია.
დანარჩენსა და სამომავლო ტრანსფერებს, დრო დაგვანახებს”, – განაცხადა ჯუღელმა.

ნაპოლი” სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი “პარტენოპეიდან” წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

“ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული”, – წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ “პარტენოპეი” ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიუღებელია გუნდის დაყოფა და არათანაბარ პირობებში ჩაყენება: ფედერაციის პასუხი პრეზიდენტს – პრეზიდენტიც პასუხობს

ევროპის ჩემპიონატების სიმბოლური ნაკრები: ვინ გამოარჩიეს მკითხველებმა