in

მილუოკიმ სანდრო გაუშვა

სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსში“ აღარ ითამაშებს.

ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი კალათბურთელი კარიერას.

მამუკელაშვილი „ბაქსმა“ 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩია. სანდრომ 65 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 3.2 ქულას აკეთებდა.

ვისკონსინურმა გუნდმა ორმხრივი კონტრაქტისთვის ადგილი გაათავისუფლა.

ორმხრივი კონტრაქტის მიხედვით, მამუკელაშვილს სეზონის განმავლობაში NBA-ის მაქსიმუმ 50 მატჩში უნდა ეთამაშა, დარჩენილი ნაწილი კი G ლიგის გუნდში, „ვისკონსინ ჰერდში“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ „ინდიანამ“ ბითაძე გაუშვა, მაგრამ გოგამ მალევე იპოვა ახალი კლუბი „ორლანდო“ და იმედია სანდროც მალე შეუერთდება ახალ ამერიკულ გუნდს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამომ პირველად მოიგო: გერმანელებს შემოვუტრიალეთ

გოგა ბოლოს შეიყვანეს – 3 ქულა და 2 მოხსნა