in

მილანური ინტერმა მოიგო და მე-6 ფინალშია

1255314687

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი ცნობილია: მილანის „ინტერი“.
მან ნახევარფინალის მეორე მატჩიც მოუგო „მილანს“ – 1:0 და ორი შეხვედრის ჯამში 3:0 აჯობა. ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა 74-ე წუთზე გაიტანა.

პირველ ტაიმში „მილანს“რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. ბრაიმმა მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა. ლეაო მცველს გაექცა, მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. მეორე ტაიმში კი „ინტერმა“ მეტოქეს ბევრი არაფერი გააბედინა.

ფინალში „ინტერის“ მეტოქე დღეს „სიტისა“ და „რეალის“ შეხვედრაში გაირკვევა.
„ინტერს“ და „რეალს“ ჩემპიონთა თასის ფინალში უკლვე უთამაშიათ. 1964 წელს მილანელებმა 2:0 მოუგეს მადრიდელებს სანდრო მაცოლას დუბლით.

ინტერი – მილანი 1:0
გოლი: 1:0 მარტინესი (74)

ინტერი: ონანა, დუმფრიზი, დარმიანი, აჩერბი, ბასტონი, დიმარკო (66. გოზენსი), მხითარიანი (44. ბროზოვიჩი), ჩალჰანოგლუ, ბარელა (84. გალიარდინი), ჯეკო (66. ლუკაკუ), ლ.მარტინესი (84. კორეა).

მილანი: მენიანი, კალაბრია, ტომორი, ტიავი (64. კალულუ), ტ. ერნანდესი, კრუნიჩი, ბრაიმ დიასი (76. ორიგი), ტონალი, რაფაელ ლეაო, ჟუნიორ მესიასი (76. სალემაკერსი), ჟირუ.

„ინტერი“ მეექვსედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში, ხოლო პირველად – 2009/10 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ მოურინიოს „ინტერმა“ მადრიდის ფინალში „ბაიერნი“დაამარცხა (2:0).
„ინტერმა“ წინა ხუთი ფინალიდან მან სამი მოიგო და ორი წააგო.

იტალიური კლუბი ბოლო ექვს წელიწადში პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„ინტერმა“ „მილანს“ ამ სეზონში მეოთხედ მოუგო, ბურთების შეფარდებით – 7:0.

სიმონე ინძაგი მწვრთნელის რანგში პირველად გავიდა ევროტურნირების ფინალში.

სიმონე ინძაგის გარდა, ერთადერთი იტალიელი მწვრთნელი, რომელმაც „ინტერი“ ჩემპიონთა თასის ფინალში (1971/72) გაიყვანა, იყო ჯოვანი ინვერნიცი.

ინძაგი: „ყველაფერს ამ დღეებში გავაცნობიერებთ. „ინტერისთვის“ ეს ოცნება იყო, ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ამ ოცნების“.

“ინტერის“ არცერთ ფეხბურთელს აქამდე არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

„ინტერის“ მეკარე ონანამ ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში კარი რვა შეხვედრაში შეინახა მშრალად.

ლაუტარო მარტინესი მესამე არგენტინელი ფეხბურთელია, ვინც „ინტერის“ სახელით ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე, სულ მცირე, 10 გოლი გაიტანა. მანამდე, 11 გოლი გაიტანა ერნან კრესპომ, ხოლო 13 – ხულიო კრუსმა.

ლაუტარომ მე-10 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და „ინტერის“ ტოპ 4 ბომბარდირში შევიდა, ის ეტოს დაეწია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიეცი ხმა ხვიჩას: იტალიაში წლის გუნდის შედგენა დაიწყო

ტორპედოში მაგარ გუნდებში ნამუშევარი მწვრთნელი მოდის