in

მილანს მოუგო და მილანს გაასწრო: ინტერი ნაადრევი ჩემპიონია – 20 სკუდეტო

სერია ა 33-ე ტურში „ინტერმა“ დერბიში „მილანი“ 2:1 დაამარცხა და მეოცედ დაეუფლა სკუდეტოს.
სიმონე ინძაგის გუნდი 5 ტურით ადრე გახდა ჩემპიონი.

მატჩის წინ „ინტერს“ საწვრთნელ ბაზაზე დაახლოებით ორი ათასი გულშემატკივარი ეწვია და ფეხბურთელები გაამხნევეს.

მილანი – ინტერი 1:2
გოლები: 0:1 აჩერბი (18), 0:2 ტიურამი (49), 1:2 ტომორი (80)
გაძევება: ერნანდესი (90+5, მილანი), დუმფრისი (90+5, ინტერი), კალაბრია (90+7, მილანი)

„ინტერი“ მეოცედ გახდა იტალიის ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით გაასწრო „მილანს“, რომელსაც 19 სკუდეტო აქვს. მილანურ გუნდებზე წინ მხოლოდ „იუვენტუსია“ – 36 ჩემპიონობა.

„ინტერმა“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო მილანური დერბი, რითიც გაიმეორა ამ დაპირისპირებაში სარეკორდო სერია. ადრე „მილანმა“ ორჯერ შეძლო თანაქალაქელის ზედიზედ ექვსჯერ დამარცხება (1911-1913 და 1946-1948).

სტეფანო პიოლი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტი – 10 მილანური დერბი (ყველა ტურნირის ჩათვლით) წააგო, როგორც “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა (პიოლი 2016-17 წლებში “ინტერის” მწვრთნელიც იყო), ამასთან, ის არის პირველი სპეციალისტი, რომელიც ზედიზედ 6 მილანურ დერბიში დამარცხდა.

სიმონე ინძაგიმ “ინტერთან” ერთად მე-6 ტიტული მოიგო სერია A-ს დაარსებიდან (1929-30) დღემდე და ამ მაჩვენებლით გაასწრო მოურინიოს (5) და მესამეა “ნერაძურის” მწვრთნელებს შორის ელენიო ერერასა და რობერტო მანჩინის (ორივე 7-7) შემდეგ.

სიმონე ინძგიმ პირველად მოიგო სკუდეტო. მას კარიერაში 9 ტროფეი აქვს.

“ინტერმა” ჩემპიონის ტიტული ფინიშამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა – სერია A-ს არცერთ გუნდს ასე ადრე “სკუდეტო” არასოდეს მოუგია. “ინტერმა” კი ეს მეორე მოახერხა, პირველად – 2006/07 წლების სეზონში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია მატჩის MVP-ია: ვირტუსმა რეჯინა ბრძოლაში დაამარცხა

მართალი ვიყავი საკუთარ თავთან… ამას არ უნდა ვეცდუნებინე…