„მილანი“ უპირატესობის მიუხედავად, გოლს ვერ უტანდა „ფიორენტინას, როდესაც 82-ე წუთზე სტუმართა მეკარემ მოგერიების დროს ბურთი „მილანელ“ რაფა ლეაოს მიაწოდა, პორტუგალიელიც საჯარიმოში შევიდა და ისე დაურტყა მეკარეს, რომ ამან გადაწყობა ვერ მოასწრო. ცალკე მოედანზე ფეხბურთელები, სათადარიგოთა სკამზე მწვრთნელი და პერსონალი და მთავარი: ტრიბუნებზე ხალხი ბღაოდა. „მილანმა“ ისე იზემა ვითომ ჩემპიონი გახდა, თუმცა სწორედ ასეთი ეპიზოდები ხდება ხოლმე გადამწყვეტი. „მილანს“ კი წელს ბევრჯერ გაუმართლა მსგავს ვითარებებში და გადამწყვეტი თამაშები ბლომად მოიგო. ალბათ ეკუთვნის.
პიოლი: „მილანი“ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის, შედეგებს სეზონის ბოლოს შევაჯამებთ“.
არ ჩამორჩა „ინტერიც“, რომელმაც თავისი თამაში მოიგო და ინტრიგა დატოვა. ახლა მილანურ გუნდებს შორის ისევ 2 ქულაა სხვაობა 3 ტურით ადრე და სკუდეტოსთვის ცხელი ფინიში გველოდება.
ინძაგი: „ამ სეზონში 50 ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ, მათ შორის 7 ბოლო 22 დღეში, მაგრამ კარგ ფორმაში ვართ და ბოლომდე გვექნება იმედი. ყველაფერი შესაძლებელია“.
ოთხეულისთვის ბრძოლა კი დასრულებულია. „რომამ“ ვერ მოიგო, წინ მყოფ „იუვეს“ 10 ქულით ჩამორჩა და გაირკვა, რომ მომდევნო სეზონში იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე წარმოადგენენ „მილანი“, „ინტერი“, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“.
„გუნდი, რომელსაც მოგება უნდოდა, საკმარისი არ გაუკეთებია. გუნდს, რომელსაც მოგება არ უნდოდა, გააკეთა ის, რასაც აპირებდა და მსაჯმა ამის საშუალება მისცა“, – ისევ გადაწვდა არბიტრებს ჟოზე მოურინიო.
ცხარე დერბი შედგა გენუაში. გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდებში უფრო იღბლიანი „სამპდორია“ გამოდგა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა, ხოლო „ჯენოას“ ბოლო ძალების მოკრება და ცოტაც იღბალი სჭირდება.
სერია ა – XXXV ტური
ნაპოლი – სასუოლო 6:1
კალიარი – ვერონა 1:2
სამპდორია – ჯენოა 1:0
სპეცია – ლაციო 3:4
იუვენტუსი – ვენეცია 2:1
მილანი – ფიორენტინა 1:0
ემპოლი – ტორინო 1:3
უდინეზე – ინტერი 1:2
რომა – ბოლონია 0:0
ორშაბათი, 2 მაისი
ატალანტა – სალერნიტანა
GIPHY App Key not set. Please check settings