in

მიზანი ვერ შევასრულეთ: საქართველომ ყველასთან კარგი რაგბი ითამაშა, მაგრამ შედეგი…

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. დღეს ბორჯღალოსნებმა 19:43 წააგეს უელსთან, თუმცა ანგარიში ბოლომდე არ ასახავს მოედანზე მიმდინარე მოვლენებს. ნამდვილად არ იმსახურებდა ჩვენი გუნდი ამხელა სხვაობით მარცხს. მატჩის შემდეგ შეფასება საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

კარგი მეორე ტაიმი, მაგრამ კლასი არ გვეყო: საქართველომ მსოფლიო დაამთავრა

„ძალიან რთულია მოკლედ ავხსნა და შევაფასო ეს მსოფლიო თასი. მიზანი ვერ შევასრულეთ, რაც თავიდანვე გვქონდა დასახული – ორი მატჩის მოგება. პოზიტივი, რაც შეგვიძლია დავინახოთ, ისაა, რომ ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძოდით და არცერთ შეხვედრაში ყურები არ ჩამოგვიყრია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. საკმაოდ, ბევრი იყვნენ საფრანგეთში და ვგრძნობდით მათ მხარდჭერას. იმედგაცრუებულები ვართ, რომ მათ მთავარი მიზანი ვერ შევასრულეთ.

ცალსახაა, შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოდ ნაკრები ნებისმიერ გუნდთან თამაშობს რაგბს. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ამ მატჩებში ვერ მოვახერხეთ ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება. მიმაჩნია, რომ ყველა გუნდთან კარგი რაგბი ვითამაშეთ, მაგრამ ეს შედეგებში ვერ ავსახეთ“.

ტატო ნიკურაძე
ნანტიდან

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარგი მეორე ტაიმი, მაგრამ კლასი არ გვეყო: საქართველომ მსოფლიო დაამთავრა

ბოდიში: ასეთი ამბიცია აქამდე არ გვქონია – ბიჭების კომენტარები