in

მზად ვიქნებით ოცნების ასასრულებლად: კიტეიშვილი რთულ მატჩს ელოდება

თქმაც აღარ უნდა რა მნიშვნელოვანი დღეები დაუდგა საქართველოს. შორს არ არის ევროპის ჩემპიონატი და ისტორიული შედეგის დადება წარმოუდგენელი ამოცანა აღარ არის. ნაკრები ემზადება ჯერ დღევანდელი მატჩისთვის, რომლის წინ მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა გუნდის ერთ-ერთა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა.

მთავარი გონივრული თამაშია: რა სთხოვა სანიოლმა ფეხბურთელებს


ოთარ კიტეიშვილი:

“ნაკრებში ყველას განსაკუთრებით გვიხარია ერთმანეთის ნახვა და განწყობაც შესაბამისია. განსაკუთრებით ველოდებით ამ თამაშებს, რომელიც ჩვენთვის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. შემართება და განწყობა ძალიან კარგია და ნაკრებში ამის პრობლემა არასდროს გვქონია. განსაკუთრებით ახლა, მზად ვიქნებით ჩვენი ოცნების ასასრულებლად. რთულ მატჩს ველოდებით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოედანზე და ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ მოედანზე ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ.

ვხედავთ როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც მხარს გვიჭერს. მინდა მადლობა გადავუხადო სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებს. ქვეყანაში იგრძნობა ერთიანობა და მზადება ამ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. იმედი მაქვს, ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ და მივაღწევთ წარმატებას.

ჩვენთვის, ამ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, ჯაბა კანკავა იყო და არის მისაბაძი მაგალითი თავისი ხასიათით და სათამაშო ჟინით. მისი ჩვენთან ერთად ყოფნა არის განსაკუთრებული ძალა და ამას თითოეული ფეხბურთელი გრძნობს.

ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რაც ფეხბურთს თან ახლავს. როდესაც თამაში ახლოვდება, წნეხი მატულობს, თუმცა ვემზადებით როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. მოსამზადებლად დიდი დრო გვქონდა და თითოეული ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წნეხის დასაძლევად. პასუხისმგებლობა და შემართება მოედანზე სწორი კუთხით წარვმართოთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მთავარი გონივრული თამაშია: რა სთხოვა სანიოლმა ფეხბურთელებს

დღეს 19:00 საათიდან… სტადიონი გაიღება და ფანზონაც ამოქმედდება: ერთად უნდა გავიდეთ ფინალში